SHARE EUROPE

ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში იწყებს ვირუსულ

სოციალურ კამპანიას 

 

გაუზიარე ევროპა“ 

 

ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ბევრმა
გაიგოს ევროპის შესახებ - თქვენი ევროპის
შესახებ! 

სოციალური კამპანია გულისხმობს საქართველოს მოსახლეობისთვის იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობის, სწავლისა თუ მოგზაურობის დროს დაგიგროვდათ.

დაწერეთ ბლოგი, ესე, გააკეთეთ ჩანახატი ან ფოტოკოლაჟი, გადაიღეთ ვიდეო…

  • მოგვიყევით თქვენი ისტორია;
  • მიღებული გამოცდილების საფუძველზე მიეცით რჩევები ახალგაზრდებს, რათა მომზადებულები წავიდნენ ევოპაში;
  • გაუადვილეთ სხვებს იმ გზის გავლა, რომელიც თავად რთულად გაიარეთ;
  • დაანახეთ საქართველოს მოსახლეობას ის შესაძლებლობები, რომლებიც დასავლური განათლებისა და გამოცდილების მიღების შემთხვევაში ჩნდება;
  • აღწერეთ რეალური ცხოვრება მათთვის, ვისაც არ აქვს წარმოდგენა რა ხდება კონკრეტულ ქვეყანაში, ქალაქში, უნივერსიტეტში..

აიღეთ საკუთარ თავზე სოციალური პასუხისმგებლობა, რათა ერთად შევძლოთ პირადი მაგალითებით დასავლურ სტანდარტებთან, განვითარებასთან და კულტურასთან დაახლოვება.

რა სახის ინფორმაციის მიღება იქნებოდა თქვენგან სასურველი?

ვინ? სად? როდის? როგორ? რატომ?...

  1. სად შიძლება არსებულ შესაძლებლობებზე ინფორამციის მოპოვება ?
  2. როგორ უნდა დამყარდეს კომუნიკაცია სწორად?
  3. რა დაგეხმარათ საწყის ეტაპზე ყველაზე მეტად? რა გამოცდილება მიიღეთ? რა სირთულეებს შეხვდით?
  4. რა შეიცვალა თქვენს ცოვრბაში? 
  5. დაბრუნების შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება? დაგეხმარათ თუ არა მიღებული გამოცდილება?
  6. რას ურჩევდი მათ ვინც ახლა მიდის? რა უნდა გაითვალისწინონ? რა შეცდომა არ უნდა დაუშვან?

გამოგვიგზავნეთ თქვენ მიერ შექმნილი ესე, ბლოგი, ჩანახატი, ვიდეო ნებისმიერი ფორმით. ჩვენ მას გავავრცელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით - განვათავსებთ EAAG ბლოგზე, ვებ გვერდზე, სოციალურ ქსელში , ბროშურებში და ა.შ

cropped-dscn6093
stockholm

ერთად გავუზიაროთ ევროპა! 
#გაუზიარეევროპა 

საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: eaag.info@gmail.com 
+995 598 363109/ +995 579 250251
facebook.com/EAAGeorgia/

9220244_orig
გაუზიარე 4
1680856-inline-shutterstock-114479500