ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში

 

ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაცია, არის წევრობაზე დაფუძნებული პრო დასავლური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს კურსდამთავრებულებს სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტებიდან და ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ მყარ ურთიერთობებს ევროპასა და საქართველოს შორის.

ორგანიზაცია დაფუძნდა 2013 წლის ივნისში. ორგანიზაციის მთავარი მიზანია გააერთიანოს მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები, რომლებიც მიეკუთვნებიან ევროპის ფართო და მრავალფეროვან საზოგადოებას. ორგანიზაცია შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდობის მონაწილეობას დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ინიციატივებს შეუძლიათ შეცვალონ ახალგაზრდების ინტერესი და ჩართულობა საერთო ევროპულ ოჯახში და გავუღრმავოთ მათ "ევროპელობის" შეგრძნება. ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაცია ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ევრო-ინტეგრაციას და ცდილობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აქტიური კომუნიკაციით.

 

sadfgh-min

ყველა ვინც იზიარებს ევროპელი კურდამთავრებულების ასოციაციის მიზნებს შესაძლებელია გახდეს ორგანიზაციის წევრი. EAGG არის ერთგვარი მექანიზმი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და რაღაც დონეზე განათლება აქვთ მიღებული ევროპის სკოლასა თუ უნივერსიტეტში, ევროკავშირის, ყოფილი იუგოსლავიის და შენგენის წევრ ქვეყნებში ან სურვილი აქვთ აწარმოონ ახლო ურთიერთობები საქართველოსა და ევროპას შორის. ასევე ორგანიზაციის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ რეალური სარგებელი იქნება ეს მოწვევა სხვადასხვა EAGG-ს ღონისძიებებზე თუ კონსულტაციები სწავლასა და მუშაობაზე საზღვარგარეთ.

 

ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაცია გეგმავს და ახორციელებს მრავალ ღონისძიებას წევრებისა და მხარდამჭერებისთვის, რომელთა მსვლელობისას დამსწრენი უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ეცნობიან ახალ ამბებს, მიღწევებს , აქტივობებს ევროპის შესახებ ასევე საერთაშორისო პროგრამებსა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.

 

როდესაც ორგანიზაცია სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას, აუცილებლად მოხდება ევროპული სტრუქტურების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე განვითარების შესახებ. ასევე მოახდენს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ევროკავშირზე და სხვა ევროპულ ორგანიზაციებზე და იმოქმედებს, როგორც ხიდი საქართველოსა და ევროკავშირთან და მათ მოსახლეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემაზე

picture11

ნათია გამყრელიძე - ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კოორდინატორი.

 

ნათია მიმდინარე წელს ასრულებს სამაგისტრო პროგრამას კეთილდღეობის პოლიტიკასა და მენეჯმნეტში, ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ევროპისმცოდნეობაში. მან ასევე დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი.

 

2014/2015 წლებში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობდა მალმოს უნივერსიტეტში, შვედეთში. მას აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება საერთაშორისო ურთიეთოების, პროექტების, სოციოლოგიური კვლევების მიმართულებით. მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თბილისის მერიის სამსახურში, ინფორმაციული საგოდადოების განვითარების ინსტიტუტში და სხვა კერძო კომპანიებში. ამჟამად არის, ორენოვანი ჟურნალი "დიპლომატის" და "პარლამენტის" აღამსრულებელი დირექტორი, და ჩვენი ორგანიზაციის კოორდინატორი.

ჩვენი საბჭოს წევრები

unnamed

პელაგია მახაური (2016)

პელაგიამ დაამთავრა ლეიდენის უნივერსიტეტი ნიდერლანდებში სადაც მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ევროპის სამართალში. მაინ მიიღო მნიშვნელოვანი საერთაშორისო გმოცდილება ევროპის სამართალში ჰოლანდიური კომპანია Caselex B.V.-ში მკვლევრად და რედაქტორად მუშაობისას. პელაგია მუშაობდა საერთაშორისო გამჭვირვალობის საქართველოს ოფისსში. მან იცი ინგლისური ქართული, ფრანგული, ჰოლანდიური და რუსული ენები სხვალდასხვა დონეზე. პელაგია ევრიპის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრია 2016 წლიდან.

უილიამ დანბარი (2015)

არის ჟურნალისტი და მკვლევარი, რომელიც მოღვაწეობს საქართველოშო 2006 წლიდან. აქვს ორმაგი მოქალაქეობა- საქართველოს და ბრიტანეთის. უილიამი წერს საქართველოს კულტურის, პოლიტიკის და ეკონომიკის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის.

1445610147
8028471

ნინო ჯანაშია (2015)

 

არის ადვოკატი ISFED-ში საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის. დაამთავრა საერთაშორისო და ევროპული სამართალი მრავალფეროვანი, გამორჩეული ენობრივი გამოცდილებით და საერთაშორისო უნარ-ჩვევებით. მას აქვს საყოველთაო გამოცდილება ინტერესი არჩევნების, ადამიანთა უფლებების, დემოკრატიზაციის, გენდერის და კანონით მართვის პოლიტიკის მიმართ. 

AAEAAQAAAAAAAAYWAAAAJDVhMzE5NjY3LWU2MGEtNDEyOC1hYWUwLWRkM2JhMTI3MTEwMQ
1445610126
11258272_813846852035344_3078976318162705011_n
2207123
1445610033
AAEAAQAAAAAAAAQ0AAAAJDM1ZTc1M2ZmLTA0NGMtNGE3OS1iZTBiLWJhMmZjZGMwNGIyYQ

თორნიკე წირამუა

(EAAG ბორდის წევრი 2016-დან)

მარიამ თუთბერიძე

(EAAG ბორდის წევრი 2014-დან)

ლაშა ხელაძე

(EAAG ბორდის წევრი 2016-დან)

ელენე გაბელაია

(EAAG ბორდის წევრი 2014-დან)

ქეთევან ვარდოსანიძე

(EAAG ბორდის წევრი 2014-დან)

ეთუნა ცოტნიაშვილი

(EAAG ბორდის წევრი 2015-დან)